შევლენ თუ არა ნინოწმინდის პანსიონში ჟურნალისტები? - ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკება მეუფე სპირიდონთან მიმდინარეობს. ამ დროისთვის პანსიონში 29 არასრულწლოვანი რჩება, გამოყვანილია 24 ბავშვი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დილით დაწესებულებაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მივიდა, რომლის განცხადებითაც ადგილზე ვითარებას კომისია სწავლობს და იგეგმება შეხვედრები ბენეფიციარებთან, პედაგოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.