თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა 

08 ივნისი 2021, 16:42 1323 ნახვა

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა. მისი თქმით, ხელმომწერთა ჯგუფი პარლამენტში ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ''კანონი და სამართლის'' წევრის განცხადებით, ის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩაერთვება. 

„იცით ჩემი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით. ძალიან მყარად ვემხრობოდი ამ ბოიკოტს. ხელმომწერთა ჯგუფი ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც აღარ არის და მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზიებს ვუყენებთ, უფრო აწყობს, რომ მრავალპარტიულია და შენ იქნები, თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, ან ჩემი პარტია, მათთვის მნიშვნელობას არ აქვს. პირიქით კომფორტულია.

რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტაბელურ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები. თითოეულ ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

ჩემი პარტია დიდი არ არის, მაგრამ აქტიური ამომრჩეველი გვყავს. გამოკითხვაც გავაკეთე. განსხვავებული სურათი მივიღე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში