სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან ''პუფები'' მიიტანეს - ისინი ''ნაციონალური მოძრაობის'' საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ 

08 ივნისი 2021, 10:51 1087 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან  "პუფები" და ბანერები მიიტანეს.

როგორც თავად განმარტეს ეს არის ''ნაციონალური მოძრაობის'' გადაწყვეტილების სიმბოლო, რადგან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ვინც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა პუფი იქნებოდა.

აქციის მონაწილეებისთვის გაუგებარია რატომ უღალატა ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' პრინციპებს და აპირებენ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. 

ცოტა ხნის წინ კი აქციაზე ჯამბაზებიც გამოჩნდნენ. 

''მშვიდობიანად რომ შევიდეს ''ნაციონალური მოძრაობა'' პარლამენტში და არ დაიძაბოს ადგილზე ვითარება ჩვენ განვმუხტავთ'' - ამბობენ ისინი. 

პარლამენტთან  მობილიზებულია პოლიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი