საგზაო დეპარტამენტის პროგრამების პრეზენტაცია

06 მაისი 2016, 00:00 5197 ნახვა

აჭარის საგზაო დეპარტამენტმა პროგრამების პრეზენტაცია გამართა. უწყებამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს 2016 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება მიმდინარე წელს კვლავ გააგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას. ამასთან დამატებით მოხდება გზების გასამაგრებელი ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ავტოპარკის განახლება. ჯამში უწყება 2016 წელს დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად 37 მილიონ ნახევარ ლარზე მეტს დახარჯავს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში