ყირგიზეთი ტაჯიკეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

04 ივნისი 2021, 08:40 739 ნახვა

ყირგიზეთი ტაჯიკეთს ორი ქვეყნის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ტაჯიკეთმა დაარღვია მანამდე მიღწეული შეთანხება, რომლის მიხედვითაც, ორი ქვეყნის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში არავითარი სამუშაოები არ უნდა ჩატარებულიყო, ვიდრე საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ დასრულდებოდა.

ყირგიზეთის მთავრობის განცხადებაში იუწყებიან, რომ დაძაბულობის განმუხტვისთვის ადგილზე გაემგზავრა ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი