ბათუმში საქართველოში კრივის პირველი აკადემია გაიხსნა, რომელიც ლენოქს ლუისის ცენტრის ანალოგი იქნება.
ახალ საშეჯიბრო და სამწვრთნელო ბაზაზე ვარჯიშს როგორც პროფესიონალი მოკრივეები, ასევე დამწყები სპორტსმენები შეძლებენ. მათ გაწვრთნაზე კი მსოფლიო კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ვლადიმერ დვორცოვი იზრუნებს.
აკადემიაში ვარჯიშს მოკრივეების გარდა შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებიც შეძლებენ.