ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს დღეიდან განაახლებს

03 ივნისი 2021, 10:16 267 ნახვა

დღეიდან, 3 ივნისიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე შემდეგი განრიგით შესრულდება:

• ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითი, 3 ივნისიდან ყოველ ხუთშაბათს, 12 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს და შაბათს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე), ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში