ბათუმის ''დინამოს'' და ''თელავის'' მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილით დაიწყება

02 ივნისი 2021, 20:54 4793 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის ''დინამო'' საკუთარ კედლებში '' თელავს'' დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეალიზაცია 3 ივნისს 10:00-ზე ვებ-გვერდ biletebi.ge -ზე დაიწყება.

კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ონლაინ შეზღუდული რაოდენობის მხოლოდ 6690 ბილეთი გაიყიდება. ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 ლარი იქნება. ერთ მომხმარებელს კი მატჩზე დასასწრები 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.

რაც შეეხება ბიზნეს ბოქსების შეძენას, შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვით (საფასური შეადგენს 800 ლარს ), ყიდვისთვის მსურველმა უნდა მიწეროს ელექტრონულ ფოსტაზე: corporate@biletebi.ge.

მე-16 ტურის შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე ''თელავის'' წინააღმდეგ 10 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის სტადიონზე კარი 2 საათით ადრე 18:00 საათზე გაიღება.

15 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 31 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება ''თელავს'' , კახელები 9 ქულით ბოლოსწინა მეცხრე პოზიციას იკავებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში