შეხვედრა აქციია მონაწილეებთან

02 ივნისი 2021, 10:31 1200 ნახვა

აჭარის მთავრობასთან გამართული აქცია გვიან ღამით სამუშაო ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს და უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს შეხვდნენ, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ მთავრობა ერთ თვიან ვადაში თითოეული ჯგუფის პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

გუშინ აჭარის მთავრობასთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქემ  გაერთიანებული აქცია გამართა. მათ მთავრობის მხრიდან ყურადღება მოითხოვეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ იპოთეკის შედეგად, ავტობანის მშენებლობით დაზარალებულები და თვითდასაქმებულები. ასევე გონიოს მცხოვრებლები, რომლებიც წლებია  მიწების დაკანონებას ითხოვენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი