ეკატერინე ტიკარაძეს ''ასტრაზენეკას'' მეორე დოზით 14 ივნისს უნდა აცრილიყო - თამარ გაბუნია

01 ივნისი 2021, 17:51 2159 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება 14 ივნისს უწევდა, თუმცა გადავადდება. 

ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დღეს დაუდასტურდა. ეკატერინე ტიკარაძე ''ასტრაზენეკას'' ვაქცინით 23 მარტს აიცრა. 

''მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მინისტრი თვითიზოლაციაში რჩება. ეკატერინეს ჩატარებული 12 კვირიანი ინტერვალით მეორე დოზის გაკეთება 14 ივნისს უწევდა, თუმცა ამ მდგომარეობის გამო საკითხი გადაიხედება და გადავადდება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი პროტოკოლით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ კეთდება.

„საერთოდ, ინფიცირების შემდეგ მეორე და დამატებითი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ერთიანი, განსაზღვრული პროტოკოლი  არ არის, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს. ზოგიერთი ქვეყანა გადატანილი ინფექციის შემდეგ საერთოდ აღარ მიიჩნევს საჭიროდ მეორე ვაქცინაციას. ჩვენ პირობებში, მხოლოდ ერთი ვაქცინა და შემდეგ ინფიცირება თუ არის დადგენილი, ინფექციის გადატანიდან 120 დღე არის აცრისთვის სტანდარტული პროტოკოლით განსაზღვრული“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კონტაქტებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ისინი ნიღბებით მუშაობენ. ტესტირება მიმდინარეობს და სხვა ინფიცირებულები ჯერ-ჯერობით არ გამოვლენილან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი