ბათუმის საკრებულოს სხდომა

31 მაისი 2021, 15:45 947 ნახვა

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატი დიმიტრი ჭეიშვილი საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის  პოსტს აღარ იკავებს. დღეს საკითხზე საკრებულოს არ უმსჯელია,  რადგან საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით,  განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თავად ჭეიშვილმა მიმართა,  რაც კენჭისყრის პროცედურებს არ ითვალსიწებს, საკითხი კი დღის წესრიგიდან ამოიღეს.  რაც შეეხება სხვა საკითხებს,  ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 15  მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. პროგრამაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ბინები გადაეცემათ  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ არა 7 არამედ 6  და მეტი შვილის მქონე ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან  ერთ-ერთი რეგისტრირებულია  ბათუმში. პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 1 ან 2 საცხოვრებელი ბინით საერთო ფართით 100 კვმ-დან 130 კვმ-მდე.  ამასთან საკრებულოს გადაწყვეტილბით გარკვეული  მოქალაქეთა კატეგორიისთვის სრულიად უფასო იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მზგავრობა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი