მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას პარლამენტში, გარეთ ყოფნას და აქციებს, სჯობს შიგნით იკამათონ - ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2021, 12:17 689 ნახვა

ჩემი პირადი აზრია, კარგია, რომ შევიდა - ასე შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა  „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოს პარლამენტში შესვლა.

მისი თქმით, გარეთ აქციების გამართვას უმჯოსებია, პარლამენტში იკამათონ და იმსჯელონ.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, რა თქმა უნდა, მივესალმები. ჩემი პირადი აზრია, კარგია, რომ შევიდა. გარეთ ყოფნას და გარედან აქციების გამართვას უმჯოსებია, შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, იმსჯელონ. უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების, არეულობების მოწყობები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა ისინი შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი