აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 70 პაციენტი, კლინიკა დატოვა 5-მა.
ამ ეტაპზე რეგიონში საავადმყოფოებში მკურნალობს 354 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 14.
ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 249 პირი, ონლაინ კლინიკაში მკურნალობს 519 პაციენტი.
აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 138 პირი.