მეუფე სტეფანემ იღუმენი დანიელი განკვეთა

30 მაისი 2021, 15:20 884 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა  სალხინოს  მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება მრევლს და მედიას მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გააცნო.

მეუფე სტეფანეს განმარტებით, ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მამა დანიელ გვილავა და სასულიერო პირების ნაწილი, ცდილობენ ეპარქიაში მუდმივი არეულობა და დებოში შეიტანონ, რაც ეწინააღმდეგება ეპარქიის წესებს.

ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მეუფემ ჭყონდიდის ეპარქიაში მსახური 15-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურება და ჩამოართვა სამღვდელო ხარისხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი