ჩაშლილი ნახევარფინალები 5-6 ივნისს გაიმართება

30 მაისი 2021, 10:17 949 ნახვა

დიდი 10-ის ნახევარფინალურმა შეხვედრებმა, ბრინჯაოს და დიდმა ფინალმა ერთი კვირით გადაიწია. მატჩები 5-6 და 12-13 ივნისს გაიმართება.

მატჩების გადადების მიზეზი სამსაჯო კორპუსის პროტესტია, რომელმაც ბოლო წლებში მსაჯებზე გახშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები სამსაჯო კორპუსთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ ამიერიდან, ამოქმედდება ახალი სადისციპლინო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის ანალოგიურ დოკუმენტთან.

ამ არასასიამოვნო ფაქტთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტებმა ისაუბრეს.

ბაჩო ხურციძე: „ზოგადად, მსაჯების პროტესტი სამართლიანია, თუმცა ამ თამაშების წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო მათ მიმართ არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ კლუბების მენეჯმენტის მხრიდან და ეს სამწუხაროა. არ არსებობს ხარისხიანი ჩემპიონატი და თამაში მსაჯის გარეშე. ბოლო წლებში მათთან მიმართებაში ბევრი ნეგატივი დაგროვდა და ეს იყო ამის ბრალი, სადისციპლინო კოდექსი მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. მიუხედავად იმისა, რომ რაგბის კავშირში ჩვენი მუშაობის ორი თვის განმავლობაში, მოვახერხეთ და 17 მაისს მივიღეთ ახალი სადისციპლინო კოდექსი, რაც წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ინერციით მაინც მოხდა კლუბის მხრიდან მსაჯებზე ზეწოლის რამდენიმე სამწუხარო ფაქტი“.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბათუმის სარაგბო კლუბი თბილისის "აკადემიას" მიიღებს,ხოლო ქუთაისში "აია" ბოლნისის "ყოჩებს" დაუხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში