ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული პირდაპირი რეისი 19 ივნისს შესრულდება, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს.