სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე ხმაურია

28 მაისი 2021, 22:20 1293 ნახვა

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ხმაურია."რიონის მცველები" პოლიციას მოუწოდებენ, რომ გუმათში, რკინის ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს.

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

"ვიქნებით ბარიკადებთან და იგივე ხმაურით გამოვხატავთ პროტესტს, მოვუწოდებთ პოლიციას, რომ მშვიდობიან ადამიანებს მოგვცენ საშუალება იმ გზაზე წავიდეთ, რომელზეც მთელი ცხოვრება დავდიოდით“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ბარიკადების მეორე მხარეს სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 215 დღეა გრძელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი