აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა 

28 მაისი 2021, 12:09 2793 ნახვა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. ექიმს კოვიდი 10 მაისს დაუდასტურდა და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განმარტებით, პაციენტს ფილტვის ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რომელსაც თან ერთვოდა სუნთქვის უკმარისობა. 

ნაირა სურმანიძე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა.

27 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში