გრიგოლეთში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა

27 მაისი 2021, 14:14 752 ნახვა

ხანძარია გრიგოლეთში. ცეცხლი 3 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით სახლი, სადაც  თავდაპირველად  ხანძარი გაჩნდა, გაქირავებული იყო. მალევე ცეცხლი მიმდებარე სახლებზე გავრცელდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში