ნამახვანჰესზე პროტესტი გაგრძელდება

26 მაისი 2021, 19:41 786 ნახვა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები დედაქალაქში დასრულდა. რიონის ხეობის მცველები ამ წუთებში კოლონებით სოფელ გუმათისკენ მიემართებიან, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ოფისის მიმდებარედ, იქ სადაც უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე თვის წინ სოფელ ნამოხვანიდან გადმოინაცვლეს და კარვები გაშალეს სამართალდამცველებმა კი, მაშინ რკინის ბარიკადები აღმართეს. რამდენიმე დღეა გუმათთან სიმშვიდეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში