აჭარაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 119 პაციენტი, გარდაიცვალა 1.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 436 პაციენტი, მძიმეა 102-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13.
ამ ეტაპზე კლინიკურ საავადმყოფოებში მოთავსებულია 284 პირი, საკარანტინო სივრცეში 33.
აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 034 პირი.