"ჯორჯიან თაიმსის" გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა

25 მაისი 2021, 21:39 1438 ნახვა

რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა - ამის შესახებ ინფორმაციას, დაზარებულის მამა, მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი მომხდართან დაკავშირებით მალხაზ გულაშვილს, დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პაპუნა გულაშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

"ჩემი შვილი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისში მოდიოდა, ამ დროს გზა აქციის მონაწილეებს ჰქონდა გადაკეტილი. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. პაპუნამ აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფისში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო

მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მოხდეს ფაქტზე დროული და შესაბამისი რეაგირება. ახლა გამოკითხვაზე განყოფილებაში ვიმყოფებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მივაწოდოთ", - აცხადებს მალხაზ გულაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში