ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ვირუსი 40 493 მოქალაქემ დაამარცხა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 411 პაციენტი, კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 12 პირი.
კოვიდ სასტუმროში რჩება 272 ადამიანი, ონლაინ კლინიკაში კი 548 პირი.