საქართველოს რაგბის დიდი ათის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

22 მაისი 2021, 22:48 1138 ნახვა

საქართველოს დიდი 10-ის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. მეოთხედფინალში ერთმანეთს თბილისის "აკადემია" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ და რაგბი პლატოზე გამართული შეხვედრაში 24:11 "აკადემიამ" გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება მეორე მატჩს აქ დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულიანი უპირატესობით ნახევარფინალში "ყოჩები" გავიდნენ. ბოლნისელებმა კიკეთის "იუნკერები" 29:27 დაამარცხეს.

ნახევარფინალში კი კონკურენტებს ბათუმი და ქუთაისის "აია" ელოდება. ბათუმის სარაგბო კლუბი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საკუთარ მოედანზე 29 მაისს თბილისის "აკადემიას" შეხვდება.

"აია" კი ქუთაისში "ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს. ეს მატჩის 29 მაისს არის ჩანიშნული.

უკვე ცნობილია ფინალის ჩატარების ადგილიც. დიდი ათის წლევანდელ ფინალურ დაპირისპირებას  5 ივნისს ქუთაისი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი