კანაფის დათესვა – მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს განსახილველად?

11 ნოემბერი 2016, 00:00 3877 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში კანაფის დათესვა-მოყვანის საკითხზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. პირველი კოლეგია სათათბიროდ გავიდა და მოგვიანებით გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არსებითად განსახილვებად. სამი მოქალაქე კანაფის დათესვა-მოყვანისთვის  დაწესებულ სასჯელს ასაჩივრებს. ირწმუნებიან,  რომ პატიმრობა როგორც სასჯელის ზომა ზედმეტად მკაცრია და მის გაუქმებას მოითხოვენ.  საუბარია  სისხლის  სამართლის კოდექსის  265-ე მუხლი მეორე ნაწილზე,  რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის  დათესვა მოყვანას კრძალავს. პარლამენტის წარმომადგენლებს ნორმის გაუქმება დაუშვებლად მიაჩნიათ, რადგან კანაფისგან მარიხუანას გარდა სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდება. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი