კარლ ჰარცელმა ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც. იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პოლიტპატიმარი და რატომ გადაიხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ თანხა გირაოსთვის.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხელი შეწყობოდა ყველა მხარის მიერ გადაწყვეტილების მიღწევას, რომელიც რთული იყო, თუმცა კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მიზანი მიღწეულია.