დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალურ შეხვედრაში ქობულეთის ‘შუქურა’’ თბილისის ‘’შევარდენს’’ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-2 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი გელა გოგიტიძემ 30 წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მეორე ნახევრის დამატებით დროში გიორგი ჩელებაძემ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა ქობულეთის ''შუქურამ'' მეთექვსმეტედ ფინალში თბილისის ''დინამო'' 1-0 დაამარცხა და თასიდან გამოთიშა.