მოტყუებული მეზღვაურები

21 მაისი 2021, 11:12 2262 ნახვა

მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ თურქეთის მოქალაქეს, რომელმაც მათივე თქმით, დასაქმების სანაცვლოდ თანხა გამოართვა, 20 მაისს შეხვედრა სარფში დაუთქვა, თურქეთში გამგზავრების წინ კი ტელეფონი გამორთო.

დაზარალებულები ჰყვებიან, რომ თაღლითობის სქემაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც პროცესში თარჯიმნის როლს ასრულებდნენ. ბრალდებების ადრესატი თურქეთის მოქალაქესთან ერთად ციცო ხარაბაძეცაა, რომელსაც დაზარალებულების მტკიცებით, ასევე აღებული აქვს გარკვეული თანხა.

დაზარალებული მეზღვაურების ოჯახის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  დაზიანებულია თარჯიმნის ოფისის ინვენტარი და ტექნიკაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი