საქართველოში კორონავირუსის 1 064 შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 29.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, „პისიარ“ ტესტით – 14 676.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 105 500 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 613.