ქობულეთის ''შუქურა'' საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

20 მაისი 2021, 19:04 1672 ნახვა

ქობულეთის ''შუქურა'' საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ქობულეთლები მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში გასვლაზე კასპში თბილისის ''შევარდენს'' ესტუმრნენ და 2-0 დაამარცხეს.

ანგარიში 30-ე წუთზე ''შუქურას'' მცველმა გელა გოგიტიძემ გახსნა და შაშიაშვილის გუნდმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.

მეორე ნახევრის კომპენსირებულ 93-ე წუთზე კი გიორგი ჩელებაძემ წერტილი დასვა და ''შუქურამ'' შეხვედრა 2-0 მოიგო.

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა ქობულეთის ''შუქურამ'' მეთექვსმეტედ ფინალში თბილისის ''დინამო'' 1-0 დაამარცხა და თასიდან გამოთიშა.

გუშინ ბათუმის ''დინამომაც'' შეძლო თასის მეოთხედფინალში გასვლა. გეგუჩაძის გაწვრთნილმა ''დინამომ'' გასვლაზე ''ჩიხურა'' დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი