ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ლუკა ბესელიას პერსონალური გამოფენა მოეწყო. დამთვალირებლებისთვის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ბათუმელი მხატვრის მიერ შექმნილი სხვადასხვა ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი. მხატვარს სულ 5 პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი, ასევე აქვს ნამუშევარი სხვადასხვა დიზაინერული და მონუმენტური მხატვრობის პროექტზე. ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების ნახვა კი მსურველებს 30 მაისამდე შეუძლიათ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე