პირველ მსოფლიო ომის დროს დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცები გაიხსენეს ბათუმში. დაღუპულთა ხსოვნას სამხედრო პატივი მიაგეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა. საკრებულოს წარმომადგენლებმა კი საფლავი ყვავილებით შეამკეს. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამხედროების საფლავს, მათ შორის საქართველოშიც.