ბათუმის "დინამო" დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალში გავიდა

19 მაისი 2021, 18:13 2386 ნახვა

ბათუმის "დინამო" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ბათუმელებმა გასვლაზე საჩხერის "ჩიხურა" დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ანგარიში პირველი ნახევარის კომპენსირებულ დროში გაგი მარგველაშვილმა გახსნა. 49-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვამარა სანოგომ გაზარდა და "დინამოს" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. 55-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა 3-0 გახადა  ანგარიში.74-ე ნიქაბაძემ, ხოლო 85-ზე კი შეხვედრაში წერტილი გიორგი ფანცულაიამ დასვა და ბათუმის "დინამომ" 5-0 გაიმარჯვა.

მერვედფინალურ ეტაპზე თავის შეხვედრას გამართავს, ხვალ ქობულეთის "შუქურა".

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ხვალ 16:00 საათზე გასვლაზე თბილისის "შევარდენის" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში