ორ კვირაში ველოდებით „სინოფარმის“ დიდი პარტიის შემოტანას - თენგიზ ცერცვაძე

19 მაისი 2021, 16:30 1298 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2 კვირაში ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დიდი პარტია შემოვა.

„სინოფარმის“ პირველადი ვაქცინაცია ამ ეტაპზე დასრულდა და განმეორებით დოზებზე იწყება. ამისთვის საკმარისი მარაგი გვაქვს.

სულ რაღაც 2 კვირაში ველით „სინოფარმის“ ძალიან დიდი პარტიის შემოტანას, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინის მიწოდებაში"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით,  ჩინური ვაქცინები უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ გართულებების ყველაზე დაბალი რიცხვი აქვთ.

"ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ გართულებების ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი.  შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან და ასევე, აქვთ უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია თამამად გააგრძელოს მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი