გუბაზ სანიკიძემ ''ეროვნული ფორუმი'' დატოვა

11 ნოემბერი 2016, 00:00 3253 ნახვა

''ეროვნული ფორუმის'' ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ სანიკიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩება.''ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო ''ეროვნული ფორუმის'' რიგები, თუმცა ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში გაიგებთ, რა და როგორ იქნება. დრო მჭირდება კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა სანიკიძემ.
 

ამავე კატეგორიაში