საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

19 მაისი 2021, 10:58 931 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პაციენტი, გარდაიცვალა 20.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 29 209 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 186,, „პისიარ“ ტესტით – 18 023.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,11 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,81 პროცენტს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,58 პროცენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი