"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის - პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

18 მაისი 2021, 16:02 1182 ნახვა

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტია პარლამენტში არ შედის. 

გიგა ბოკერიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველო" წარმოდგენილი არ იქნება.

"ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად, პარტიის პოზიცია არის, რომ "ევროპულმა საქართველომ" ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ "ევროპული საქართველო" იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ გამოიყენებს.

სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა. ტარიელ ნაკაიძეს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი. 

ჩვენ რადგან პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში "ევროპულ საქართველოს" არ წარმოადგენს",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში