საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯლეს. ამ ეტაპისთვის გადაწყდა, რომ ქორწილები და ქელეხები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კვლავ აკრძალული რჩება.
''კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე'' - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.