საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

17 მაისი 2021, 10:57 1347 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის  504 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 038 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 11 665 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 137, „პისიარ“ ტესტით – 5 528.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,84 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 310 859 გამოჯანმრთელდა, 4 469 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 89 260 ადამიანი, დღიურად აცრილია 738.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი