რუსეთმა აშშ და ჩეხეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა

15 მაისი 2021, 15:00 565 ნახვა

რუსეთმა შეერთებული შტატები და ჩეხეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა. ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სიაში, უკრაინასთან და პოლონეთთან ერთად საქართველოც მოხვდებოდა. რუსეთის გადაწყვეტილება ბოლო დროს მომხდარ დიპლომატიურ სკანდალს უკავშირდება, რა დროსაც ჩეხეთმა რუსეთის 18, შეერთებულმა შტატებმა კი 10 დიპლომატი გააძევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში