„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა, რაც ხელისუფლებამ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე და თანამდებობის პირებზე ზეწოლა დაიწყო, რაც გამოიხატება თანამდებობიდან გათავისუფლებაში.
კერესელიძე საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივად მათი გახარიასადმი მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც გახარიას პარტია ჯერ შექმნილი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა არსებობს, რისაც „ქართულ ოცნებას“ ეშინია.