ერდოღანი პალესტინას მხარდაჭერას უცხადებს

14 მაისი 2021, 17:57 1821 ნახვა

თურქეთი პალესტინელებს მხარდაჭერას უცხადებს ისეთივე შემართებით, როგორც აზერბაიჯანელებს  მთიან ყარაბაღში - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. 

„ჩვენ აღშფოთებულები ვართ ისრაელის ტერორისტული  სახელმწიფოს სისასტიკის გამო.  ამ საკითხში თურქეთის პოზიცია პრინციპულია. ჩვენ გუშინ მხარს ვუჭერდით აზერბაიჯანის ბრძოლას მთიანი ყარაბაღის  და მისი ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებად, დღეს ჩვენ ისეთივე დამოკიდებულებით  ვმოქმედებთ იერუსალიმში დევნის წინააღმდეგ - განაცხადა ერდოღანმა პარასკევის ლოცვის შემდეგ. 

თურქეთის ლიდერმა განმარტა, რომ  მან უკვე მოლაპარაკებები გამართა 19 ქვეყნის ლიდერებთან და  იერუსალიმსა და პალესტინის ქალაქებში მოვლენათა განვითარების შესახებ ისაუბრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში