„სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება - ამირან გამყრელიძე

13 მაისი 2021, 13:37 997 ნახვა

საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ესეც არის ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. „სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გაკეთება, 14-დან 28 დღემდე შეიძლება გაკეთება. სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება.

უახლოეს ხანში ველოდებით, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს „სინოვაკსაც“. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში ისიც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი