ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია

11 მაისი 2021, 14:51 1013 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორზე საპასუხო იერიშის შედეგად, ჰამასის რვა მებრძოლია ლიკვიდირებული. პალესტინური მხარე კი 20 დაღუპულზე საუბრობს, მათ შორის 9 ბავშვია. ჰამასი მუქარას აგრძელებს და აცხადებს, რომ ქალაქზე თავდასხმებს განაგრძობს, თუ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში საცხოვრებელ შენობებზე იერიშს არ შეწყვეტს. ისრაელი თავის მხრივ ჰამასს 150 რაკეტის გასროლაში ადანაშაულებს. პალესტინასა და ისრაელს შორის ვითარების მორიგი დაძაბვა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებების შექმნის მცდელობას უკავშირდება, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა პალესტინელების მხრიდან. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, ვინც ესკალაციის გზას აირჩევს, ისრაელი თავის ძალას აჩვენებს," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. განცხადებები გაკეთდა პალესტინის ხელისუფლებაშიც და მათ საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდეს. ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ აქტორებს მთელი მსოფლიო მოუწოდებს დეესკალაციისაკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში