ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში დაკვამლიანება იყო. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის აივანზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ინასარიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკეტილი ბინის აივანზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.