რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინირებული პირები - წახალისების მექანიზმზე დღეს იმსჯელებენ

11 მაისი 2021, 12:27 1182 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხთან დაკავშირებით, დღეს ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელებენ.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად მოქალაქეები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობენ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ბენეფიტების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მთელი რიგი ეთიკური ასპექტების გათვალისწინება.

„წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს. ამერიკაში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე კიდევ დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან, რადგან წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან გადაწყვეტილება იქონიოს და რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

მოკლედ, მთელი ეს საკითხები იქნება დამუშავებული. მე ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო მეტად კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, თუ რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი