მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ვაქცინაციის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდებიან 

11 მაისი 2021, 12:06 2357 ნახვა

სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის პროცესის გაზრდის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ამცრელი კაბინეტები დაემატება. 

ასევე მოქალაქეები რეგისტრაციას ცხელი ხაზის საშუალებითაც შეძლებენ. 

''საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე, მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144'' - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი