13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

11 მაისი 2021, 10:44 1522 ნახვა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. მოქალაქეებს დარეგისტრირება 09:00 საათიდან შეეძლებათ. პროცესი 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

''ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო მშობლებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. საყოველთაო რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციისა და პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის ნახვა შესაძლებელია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge'' - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში