შეხვედრა ქობულეთში ნამახვანჰესზე

10 მაისი 2021, 20:02 1035 ნახვა

“რიონის ხეობის მცველებმა“ 23 მაისის აქციის მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთში გამართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა.   საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა-აქციები სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

ქობულეთში შეკრებილმა „რიონის ხეობის მცველებმა“ მოქალაქეების მიერ დაგეგმილ მხარდამჭერ აქციაზე, ზეწოლის და დაშინების ფაქტებზეც ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, ადგილობრივებმა  მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქობულეთის სამაშველო სამსახურის სამი თანამშრომელი,  24  აპრილს  ქობულეთის პარკის ტერიტორიაზე მათ მიერ გამართულ მხარდამჭერ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები 2019 წლის სექტემბრიდან აღარ მუშაობენ და მათი სამსახურიდან წასვლა აქციას არ უკავშირდება.  პროტესტი სოფელ გუმათში გაშლილ კარვებში გრძელდება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში კაშხალი არ აშენდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი