თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სასაწყობე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. მიმდებარე ტერიტორიიდან მეხანძრე მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო სამაშველოს 12 ჯგუფი.